Vა კლასის მკითხველთა კლუბი/ Readers' Club of the 5th grade

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, 5 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი სახელად "წიგნების თარო". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი საყვარელი წიგნები და წაკითხული წიგნების შინაარსიდან გამომდინარე გააკეთეს პრეზენტაციები, რომლებშიც აღწერეს წაკითხული წიგნებიდან ის მონაკვეთები რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ და აღწერეს საყვარელი პერსონაჟები. პრეზენტაციას დაესწრო კლასის მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა და ჩემი კოლეგები. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად გადავწყვიტეთ მომდევნო სასწავლო წელსაც გავაგრძელოტ პროექტის განხორციელება.

Comments