TPDC მიერ ორგანიზებული გაცვლითი ვიზიტი ლონდონში- Refreshment Course of English at Wimbledon School of English

2013 წელს მასწავლებლის სახლის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში შემარჩიეს პროგრამის ერთერთ მონაწილედ სამცხე-ჯავახეთიდან (შერჩევა ეფუძვნებოდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე საგნის კომპონენტში დაფიქსირებულ ქულას), რის შედეგადაც გავმგზავრე ლონდონში- უიმბლიდონის ინგლისური ენის სკოლაში გაცვლითი ვიზიტით.

https://www.facebook.com/WSE.London/

https://wimbledon-school.ac.uk/?fbclid=IwAR3DnnMi72unuvRIxsUWZtd6w0akHyvlIw70QsjK2ZuXKLG0GzzIVgdU2Ko

ვიზიტის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ 40 საათიანი კურსი- უახლოესი თანამედროვე მეთოდებით ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით- სწავლა თამაშით, ვიდეო და აუდიო მასალისა და ინტერნეტ რესურსების გამოყენება გაკვეთილზე- ფილმები, სიმღერები, სატელევიზიო და რადიო გადაცემები, პერსონალიზაცია და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება და ბევრი სხვა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე მოვინახულეთ ბევრი კილტურულ- ისტორიული ადგილები და ძეგლები, როგორიცაა მაგალითად--ბუნებრივი ისტორიის ბრიტანეთის მუზეული, ტეიტის გალერეა, ალბერტისა და ვიქტორიას სამხატვრო გალერეები, ჰაიდ პარკი, ბუკინგემის სასახლე, ჰაროდსი და ლონდონის თვალი, ლონდონის აკვარიუმი და ბევრი სხვა.

ვიზიტმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს შემდგომ კარიერულ წინსვლაზე.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.541497755938515&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set=a.540058849415739&type=3

კონფერენცია ჩაქვში:

ლონდონში ვიზიტის შემდეგ მოეწყო ეროვნული მასშტაბის კონფერენცია ინგლისური ენის პედაგოგებისათვის- ჩაქვში, სადაც მე და პროგრამის სხვა მონაწილეებმა წარვადგინეთ სესიები, ლონდონში მიღებული გამოცდილების და შეძენილი ცოდნის გამოყენებით.


Comments