ELCE- English Language through Civic Education- ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით

 

 2015-2016 სასწ.  წელს ჩართული ვიყავი პროექტში  English Language through Civic Education (ELCE) -ინგლისური ენა სამოქალაქო განათლებაში, რომელიც ხორციელდებოდა ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაცია PH International-ი გახლდათ.    კურსი შედგებოდა 10 მოდულიდან,  და ჯამში 50 საათს მოიცავდა.  ტრენინგები ტარდებოდა არასამუშაო დღეებში- შაბათ-კვირას.

მოდულის დასრულებისას კურსის ამერიკელი ტრენერი ჯუდი ელიოტი გვესწრებოდა წინასწარ დაგეგმილ გაკვეთილზე და გვაძლევდა ობიექტურ და კონსტრუქციულ უკუკავშირებს. მოდული მოიცავდა შემდეგ თემებს, საჩვენებელი გაკვეთილებიც ამ თემების მიხედვით ჩავატარეთ

1.    National Heroes- ეროვნული გმირები

2.    Volunteerism- მოხალისეობა

3.    Holidays- დღესასწაულები

4.    National symbols- ეროვნული სიმბოლოები

5.    Diversity and Multiculturalism- მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი

6.    Professions and career choices- პროფესიები

7.    Democratic processes/ elections- დემოკრატიული პროცესები/არჩევნები

8.    Systems of government/ Presidents and kings- სამთავრობო სისტემები

9.    Media - მედია საშუალებები

10.   თავისუფალი თემა

პროექტის მიზანი გახლდათ სამოქალაქო განათლების კომპონენტის ინტეგრირება ინგლისური ენის სწავლების პროცესში. ათივე საჩვენებელმა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა ტრენერის მხრიდან.

2016 წლის მაისში ტრენერის თხოვნით ჩავატარე სადემონსტრაციო გაკვეთილი თემაზე- გენდერული სტერეოტიპები სამცხე-ჯავახეთის ინგლისური ენის პედაგოგთა კომფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიომის სხვადასხვა სკოლების წარმომადგენელი მასწავლებლები ( 80 ზე მეტი დამსწრე პედაგოგი). მაქვს მინიჭებული შესაბამისი სერტიფიკატი.

2016 წლის ჩატარდა ELCE II ფინალური კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა სხვადასხვა რეგიონის 80 მასწავლებელი, PH-International -ისა და ამერიკის საელჩს წარმომადგენლები. 

იხ. პოსტი           https://www.facebook.com/media/set?vanity=elceonline&set=a.975968972521324

https://www.facebook.com/photo/?fbid=915313151890305&set=pb.100002348864297.-2207520000..

https://www.facebook.com/search/top/?q=elce%20ii%3Asamtskhe-javakheti%20group

https://www.facebook.com/photo/?fbid=915312871890333&set=pb.100002348864297.-2207520000..

კონფერენციაზე წარვადგინე თემა- სახალისო აქტივობები- კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად. კერძოდ ვისაუბრე და კოლეგებს გავუზიარე ჩემს მიერ განხორცილებული აქტივობები, რომლების გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე ეხმარება მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის გზებისა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

https://www.facebook.com/elceonline/photos/t.100002348864297/975979229186965


 

Comments